SEED YOUR IDEA 2026

გაქვს იდეა? ჩვენ ვაქცევთ მას რეალურ პროდუქტად!

SeedGeorgia აცხადებს კონკურსს სტარტაპებისთვის, ბიზნესებისა და ინოვატორებისთვის, რომელთაც სურთ საკუთარი იდეების რეალურ ციფრულ პროდუქტებად გარდაქმნა.

შეავსე განაცხადი

ბოლო ვადა: 28 ოქტომბერი, 2026 · 23:59

საპრიზო ადგილები

I ადგილი

100%-იანი დაფინანსება

II ადგილი

70%-იანი დაფინანსება

III ადგილი

50%-იანი დაფინანსება

  • მაქსიმალური დაფინანსება: 25,000 ₾ თითოეულ გამარჯვებულზე.
  • გამარჯვებულები დამატებით მიიღებენ უფასო მარკეტინგულ კონსულტაციას.
  • დაფინანსება გაიცემა SeedGeorgia-ს მიერ შესრულებული დეველოპმენტის მომსახურების სახით და არ წარმოადგენს ფულად პრიზს.

განაცხადი

კონკურსში მონაწილეობის განაცხადი

სექცია 1

ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ

1.სახელი და გვარი

2.ელფოსტის მისამართი

3.ტელეფონის ნომერი

4.თქვენი ასაკი

18 წლამდე მონაწილის შემთხვევაში განაცხადი უნდა წარმოადგინოს სრულწლოვანმა კანონიერმა წარმომადგენელმა.

5.რა სტატუსით მონაწილეობთ კონკურსში?

6.გაქვთ უკვე ჩამოყალიბებული გუნდი?

სექცია 2

თქვენი იდეა

7.რა ჰქვია თქვენს პროექტს ან იდეას?

8.რომელი ტიპის ციფრული პროდუქტის შექმნა გსურთ?

9.აღწერეთ თქვენი იდეა

რა პროდუქტის შექმნა გსურთ, როგორ იმუშავებს და რას შეძლებს მისი მომხმარებელი? რეკომენდებული მოცულობა: 100–300 სიტყვა.

10.რა პრობლემას აგვარებს თქვენი პროდუქტი?

აღწერეთ კონკრეტული პრობლემა, რომელსაც ადამიანები ან კომპანიები აწყდებიან და როგორ დაეხმარება მათ თქვენი იდეა.

11.ვინ იქნება თქვენი პროდუქტის ძირითადი მომხმარებელი?

მაგალითად: სტუდენტები, მცირე ბიზნესები, კლინიკები, ტურისტები, ონლაინმაღაზიები ან სხვა კონკრეტული აუდიტორია.

12.რა იქნება თქვენი პროდუქტის 3–5 მთავარი ფუნქცია?

ჩამოთვალეთ ფუნქციები, რომელთა გარეშეც თქვენი პროდუქტი ვერ შეასრულებს ძირითად დანიშნულებას.

სექცია 3

პროექტის განვითარება და პოტენციალი

13.განვითარების რომელ ეტაპზეა თქვენი იდეა?

14.არსებობს თუ არა ბაზარზე მსგავსი პროდუქტი? რით იქნება თქვენი განსხვავებული?

შეგიძლიათ მიუთითოთ კონკურენტები ან მსგავსი პროდუქტების მაგალითები.

15.როგორ აპირებთ თქვენი პროდუქტის პოპულარიზაციას და პირველი მომხმარებლების მოზიდვას?

აღწერეთ თქვენი გეგმა, თუნდაც ის ჯერ მხოლოდ საწყის ეტაპზე იყოს.

16.როგორ გეგმავთ პროექტის ფინანსურ მდგრადობას?

17.რატომ ფიქრობთ, რომ სწორედ თქვენი იდეა იმსახურებს გამარჯვებას?

ეს თქვენი შესაძლებლობაა, აუხსნათ შეფასების კომისიას, რატომ უნდა შეირჩეს თქვენი პროექტი.

სექცია 4

ტექნიკური და ფინანსური მზადყოფნა

18.გაქვთ თუ არა წარმოდგენა თქვენი პროდუქტის შექმნის სავარაუდო ბიუჯეტზე?

19.იმ შემთხვევაში, თუ მიიღებთ 70%-იან ან 50%-იან დაფინანსებას, შეძლებთ პროექტის დარჩენილი ღირებულების დაფარვას?

20.რამდენად მზად ხართ აქტიურად ჩაერთოთ პროდუქტის განვითარების პროცესში?

21.გაქვთ დამატებითი მასალები, რომელთა გაზიარებაც გსურთ?

შეგიძლიათ მიუთითოთ Google Drive-ის, Figma-ს, პრეზენტაციის, პროტოტიპის ან ვებსაიტის ბმული. გთხოვთ, არ გააზიაროთ პაროლები ან სხვა საიდუმლო წვდომის მონაცემები.

სექცია 5

თანხმობა და განაცხადის დადასტურება

22.გთხოვთ, დაადასტუროთ ქვემოთ მოცემული პირობები